|
2017-07-01 18:13:10, 3043 ნახვა
სამართალი
ტექდათვალიერების ამოქმედებამდე, გაზზე მომუშავე ავტომობილების მძღოლებს, ცნობის არ ქონის გამო, ქულები არ ჩამოაკლდებათ
საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და პოლიციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები დღეიდან ძალაში შევიდა. ერთ-ერთ ცვლილებასთან დაკავშირებით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეიდან ბუნებრივ აირზე მომუშავე ავტომობილების მძღოლებს, აირბალონიანი სისტემის უსაფრთხოების დამადასტურებელი სერთიფიკატის არ ქონის შემთხვევაში, გარდა არსებული 100 ლარიანი ჯარიმისა, მართვის მოწმობაზე 15 ქულა დააკლდებათ. აღნიშნულმა საზოგადოებაში აჟიოტაჟი გამოიწვია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, კომპანიებს, რომლებიც აირბალონიანი მოწყობილობების ინსპექტირებას ახორციელებენ, უამრავმა მოქალაქემ მიმართა. კანონში შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, აღნიშნული რეგულაციები ჯერჯერობით არ მოქმედებს. კერძოდ, როგორც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განმარტა, ვიდრე არ ამოქმედდება ტექდათვალიერების სისტემა და არ დადგინდება სტანდარტები ამ სფეროში, ბუნებრივ აირზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ისარგებლებენ ისეთივე სამართლებრივი რეჟიმით, როგორც ეს იყო 2017 წლის 1 ივლისამდე და მათ ქულების შემცირება არ შეეხებათ. რაც შეეხება ჯარიმას, 2010 წლის აგვისტოში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 119-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომელიც თვითნებურად არის გადაკეთებული (გადაკეთებულია საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია და იგი არ შეესაბამება საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნებს ან/და ქარხანა-დამამზადებლის სტანდარტებს), – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაშიც, ვინაიდან ტექდათვალიერების სისტემა ჯერჯერობით არ ამოქმედებულა, მძღოლებს შესაბამისი ცნობის არ ქონის გამო, ჯარიმები არ ეკისრებათ. შენიშვნა: გამონაკლისია იმ სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები, რომელთა ავტომობილები ექვემდებარებიან სავალდებულო ტექდათვალიერებას. (2015 წლის 1-ელი მარტიდან გზისთვის ვარგისობაზე სავალდებულო პერიოდულ ტესტირებას, ე.წ. ტექდათვალიერებას ექვემდებარება საქართველოს ტერიტორიაზე არსებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ახორციელებენ ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვას, სახიფათო ტვირთის გადაზიდვას და რომელთაც სამი ტონა და მეტი ტვირთამწეობა გააჩნიათ). ამ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გამართულობის დამადასტურებელი მოწმობის არ ქონის გამო, მძღოლს დაეკისრება ჯარიმა და მართვის მოწმობაზე 15 ქულა ჩამოაკლდება.
ამავე თემაზე: რომელი დარღვევისთვის რამდენი ქულა დააკლდებათ მძღოლებს - მართვის მოწმობის 100-ქულიანი სისტემა.
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
პაპუაშვილი - 26 მაისის საპროტესტო აქცია რადიკალური ოპოზიციისთვის სიკვდილით დასჯად იქცა
პროკურატურამ საბავშვო ბაღში ბავშვის ცემაში ეჭვმიტანილ მასწავლებელს ბრალდება წარუდგინა
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)