|
2017-07-01 00:24:29, 1180 ნახვა
სპეციალური ანონსი
1 ივლისის ანონსი
10:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონში” ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება, რომელსაც გახსნიან საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე. 11:00 საათზე, ‘’ლაგუნა ვერეს‘’ წინ ‘’ევროპული საქართველოს’’ მერობის კანდიდატის ელენე ხოშტარიას ბრიფინგი გაიმართება. 12:00 საათზე, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება. 12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიული განვითარებისა და ინიციატივების ცენტრის“ და თბილისის მერიის მხარდაჭერით „რიყის პარკის“ ტერიტორიაზე გაიმართება საქველმოქმედო ფესტივალი, სახელწოდებით: „ხელოვნება გვამეგობრებს“. 13:00 საათიდან, ბაზალეთის ტბასთან, დავით ქაფიაშვილის ინიციატივით, უკვე მეთხუთმეტედ, გაიმართება მეიარაღეთა და ბაზიერთა ტრადიციული ფესტივალი. 15:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში ”სივრცითი მოწყობისა და მშენებლობის კოდექსზე” მიწვეულ ექსპერტებთან და დაინტერესებულ ჯგუფებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 20:00 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილი თბილისის მერობის კანდიდატს მთაწმინდის პარკში წარადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)