17:59 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 12:25:20, 2444 ნახვა

ეკონომიკა
პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ელსელემა“ ფართოვდება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში რიგით 209-ე პროექტი ქ. ლანჩხუთში ამოქმედდება.   

შპს „ელსელემა“ სამკერვალო საწარმოს რესტავრაციასა და უახლესი მანქანა-დანადგარებით აღჭურვას  გეგმავს. მაღალი სტანდარტების სამკერვალო საწარმო   მომხმარებელს მაღალხარისხიან პროდუქციას შესთავაზებს. შპს „ელსელემა“ ექსპორტზე ორიენტირებული საწარმოა და  იგი უკვე თანამშრომლობს იტალიისა და შვეიცარიის წამყვან ევროპულ კომპანიებთან მათ შორის „მონკლერთან.“

ამჟამად კომპანიაში  150 ადამიანია დასაქმებული.  საწარმოს სრული ამოქმედების შემდეგ დასაქმებულთა რაოდენობა 300 ადამიანამდე გაიზრდება.  

შპს „ელსელემა,“ 2017 წლის სექტემბერში გაიხსნება. საწარმო  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს. სააგენტოს “აწარმოე საქართელოში“ დახმარებით განხორციელებული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა  866 000  ლარს შეადგენს.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics