|
2017-06-29 17:48:14, 2264 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი გახარია სომხეთის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა
სომხეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ქვეყნის პრემიერ-მინისტრს კარენ კარაპეტიანს შეხვდა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, გიორგი გახარიამ და კარენ კარაპეტიანმა საქართველო-სომხეთის ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და განიხილეს ის მნიშვნელოვანი გეგმები, რომლებიც ორი ქვეყნის მთავრობების ძალისხმევით სავაჭრო ბრუნვის, ტურიზმის, ექსპორტის გაზრდის, ერთობლივი საწარმოების შექმნისა და პროდუქციის მესამე ქვეყნებში ბაზრებზე წვდომის მიმართულებით მუშავდება. გიორგი გახარიამ სომხეთის პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-სომხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება არამხოლოდ ორმხრივი, არამედ რეგიონული და საერთაშორისო მიმართულებითაც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. „პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორივე ქვეყნისთვის ძალიან საინტერესო საკითხებზე. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოსა და სომხეთს შორის არ არსებობს რაიმე პოლიტიკური სირთულე, ძირითადი კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ ეკონომიკურ განვითარებაზე. შესაბამისად, დავსახეთ გეგმები, რომლებიც ხელს შეუწყობს ჩვენს ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენი კომპანიების ურთიეთთანამშრომლობის გაძლიერებას, ვაჭრობის განვითარებას, ჩვენი კომპანიების მიერ საერთო წარმოებების შექმნას მესამე ბაზრებზე წვდომისთვის, ტურიზმის, ლოგისტიკური მიმართულებების, მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას და ა.შ. რეალურად, ჩვენ ვქმნით უწყებათაშორის ურთიერთობის განვითარების ისეთ ინფრასტრუქტურას, რომელმაც კერძო ბიზნესს უნდა შეუქმნას საფუძველი, ურთიერთთანამშრომლობით გააღრმავონ ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები და ხელი შეუწყონ ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. კარენ კარაპეტიანთან გამართულ შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნინო ჯავახაძე და გიორგი ჩერქეზიშვილი, საპარტნიორო ფონდის დირექტორის მოადგილე ნათია თურნავა და საქართველოს ელჩი სომხეთის რესპუბლიკაში გიორგი საგანელიძე ესწრებოდნენ.
(NS)
სასამართლომ გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებულები დამნაშავედ ცნო, სასჯელს 2 ივნისს გამოცხადდება
15 წლის მოზარდი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
უკრაინამ სევასტოპოლსა და რუსეთის რამდენიმე რეგიონზე სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა
ვიდეოს გავრცელების შემდეგ, პროკურატურამ პოლიციელთა სავარაუდო ძალადობაზე გამოძიება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
უკრაინაში დააკავეს მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც რუს ოკუპანტებს რაკეტების დარტყმის სამიზნეებს აძლევდა
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)