13:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 11:10:48, 2169 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს

საქართველოს სახალხო დამცველი ყოფილი მოსამართლეებისათვის განსხვავებული ოდენობის კომპენსაციის დანიშვნას არაკონსტიტუციურად მიიჩნევს.

ამის შესახებ ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული:

„სახალხო დამცველმა 2017 წლის 23 ივნისს სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, რომლითაც სადავოდ მიიჩნია „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2015 წლის 27 ნოემბრის  საქართველოს კანონის მე–2 მუხლისა და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს  კანონის მე–12 მუხლის მე–2 პუნქტის  კონსტიტუციურობა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი კომპენსაცია  არ გავრცელდა ყოფილ მოსამართლეთა გარკვეულ კატეგორიაზე, რაც მათ არახელსაყრელ სამართლებრივ და მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიური სტატუსის მქონე საერთო სასამართლოს იმ მოსამართლეებთან შედარებით, რომელთაც საპენსიო ასაკი შეუსრულდათ 2012 წლის 1 სექტემბრამდე და 2016 წლის 1 იანვრის შემდეგ, რასაც არ აქვს გონივრული და ობიექტური გამართლება, ხოლო გამოყენებული საშუალება დასახული მიზნის არაპროპორციულია.

საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სოციალური გარანტიის დაცვის თვალსაზრისით, ანალოგიურ გარემოებებში მყოფი საერთო სასამართლოს მოსამართლეთა შორის დიფერენცირება დისკრიმინაციული ხასიათის მატარებელია, რაც იწვევს საქართველოს კონსტიტუციის მე–14  მუხლისა  და 21–ე მუხლის პირველი და მე–2 პუნქტების დარღვევას“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics