01:36 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 10:56:29, 426 ნახვა

პოლიტიკა
რიგის სამიტზე პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება

„რიგის სამიტზე დასასწრებად  პრემიერ-მინისტრი გაემგზავრება“,- ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა საგარეო ურთიერთობათა საკითხებში  თენგიზ ფხალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ფხალაძის განმარტებით, პრეზიდენტი მიიჩევს,  რომ ქვეყნისთვის უმჯობესი იქნება რიგის სამიტზე მთავრობა იყოს წარმოდგენილი.

ამასთან, ფახლაძის თქმით, პრეზიდენტის   რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ რიგის სამიტზე მოხდეს არა მხოლოდ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ღირსეულად შეფასება,  არამედ რიგის სამიტმა  საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცეს.

„რიგის სამიტთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიური ჩართულობა არის  ხელისუფლების ყველა შტოსი და ამბოსულუტურად  ყველა შტო აქტიურად მუშაობს და პრეზიდენტი თვითონ ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში.  სხვათაშორის, რიგაში რამდენიმე დღის წინ ვიზიტი სწორედ ამას ემსახურებოდა. დაგეგმილია კიდევ რამდენიმე საგარეო პოლიტიკური აქტივობა. პრეზიდენტის რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული იმისათვის, რომ რიგის სამიტზე მოხდეს არამხოლოდ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის ღირსეულად შეფასება, არამედ რიგის სამიტმა მისცეს მნიშვნელოვანი ბიძგი საქართველოს შემდგომ ევროპულ ინტეგრაციას. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად დასწრებას, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, უფრო აჯობებს ქვეყნისათვის, რომ იქ წარმოდგენილი იყოს მთავრობა, შესაბამისად, რიგის სამიტზე გაემგზავრება პრემიერ-მინისტრი“,-განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სოფელ წინაკვერკვეში მეწყრული პროცესები ვითარდება
ზელენსკი: მივიღეთ ცნობები, რომ რუსეთი ჩვენ წინააღმდეგ ორეშნიკის გამოყენებისთვის ემზადება
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics