|
2017-06-27 11:34:16, 2055 ნახვა
სამართალი
საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა
საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანს აფგან მუხთარლის საქმეზე სამართლებრივი დახმარების თხოვნით მიმართა. კერძოდ, როგორც მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, აზერბაიჯანელ კოლეგებს აფგან მუხთარლის დაკითხვისა და აზერბაიჯანში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის თხოვნით მიმართეს. „მას შემდეგ, რაც აფგან მუხთარლი დაიკითხება და მოპოვებული იქნება მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც აზერბაიჯანში მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - აღნიშნა ირაკლი შოთაძემ. შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში 29 მაისს გაუჩინარდა. მისი მეუღლის, ლეილა მუსტაფაევას და მისი მეგობრის დაშგინ აღალარლის თქმით, ბოლო პერიოდში, აფგან მუხთარლის უცნობი პირები, სავარაუდოდ აზერბაიჯანელები, უთვალთვალებდნენ. 30 მაისს აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფგან მუხთარლი ბაქოში მალულად გადაიყვანეს და დააპატიმრეს. ჟურნალისტს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს - სამართალდამცავებისათვის წინააღმდეგობის გაწევა, საზღვრის უკანონო კვეთა და კონტრაბანდა. ბაქოს საქალაქო სასამართლომ გუშინ მუხთარლის სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აფგან მუხთარლი 2015 წლის ინავრიდან საქართველოში ცხოვრობდა მის მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად.
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)