13:37 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 10:43:05, 2057 ნახვა

სამართალი
ირაკლი შოთაძის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ირაკლი მამალაძემ ქვეყანა დატოვა

საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, ე.წ. ციანიდის საქმის მოწმემ, ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ საქართველო დატოვა.

როგორც შოთაძემ პროკურორთა საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს გარკვეული პერიოდით დატოვების შესახებ, მოწმემ პროკურატურას აცნობა.

„ჟურნალისტების წინააღმდეგ არ მიმდინარეობს გამოძიება. ეს ფაქტების დამახინჯებაა. ჩვენ გავავრცელეთ განცხადება, სადაც დავაფიქსირეთ, რა ფაქტზე დავიწყეთ გამოძიება. ქვეყნის დატოვების მოტივი მისი პირადი საქმეა“, - განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ციანიდის ამოღების პროცესი ვიდეოთი გადაღებული არ არის და შესაბამისად, მტკიცებულებები არ არსებობს, შოთაძემ აღნიშნა, რომ ყველა მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით ჩატარდა.

 „ყველა საგამოძიებო თუ საპროცესო მოქმედება კანონის მკაცრი დაცვით არის ჩატარებული. სიცრუეა, რომ რაღაც საპროცესო ნორმების დარღვევით ჩატარდა“, - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics