|
2017-06-26 14:06:01, 2668 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ხუხაშვილი: „ენმ“ დაზიანებული ბრენდია - ზაალ უდუმაშვილს, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატს, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა
ექსპერტის პოლიტიკურ საკითხებში, გია ხუხაშვილის შეფასებით, თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილის წარდგენით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, როგორც ხუხაშვილმა "ექსპრესნიუსთან" საუბარში განმარტა, ზაალ უდუმაშვილს, დამოუკიდებელ კანდიდატად წარდგენის შემთხვევაში, გამარჯვების მეტი შანსი ექნებოდა. "მოხდა ტანდემის ფორმირება ანუ "ნაციონალურმა მოძრაობამ" წარადგინა თბილისის მერობისა და საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატები. შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ცოდვებით დაუმძიმებელი კანდიდატი იქნა შერჩეული - ეს პოლიტექნოლოგიურად სწორი ნაბიჯია. ამასთან, ვიზუალურადაც და ცნობადობითაც სწორი არჩევანია გაკეთებული, ანუ შეიძლება ითქვას, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" სწორად იმუშავა. მაგრამ ჩვენ რომ ორი ვარიანტი ავიღოთ, ანუ ზაალ უდუმაშვილი, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი და ზაალ უდუმაშვილი, როგორც "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი, პირველი მოიგებდა. მას როგორც პიროვნებას ექნებოდა უფრო მეტი შანსი, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატად. რატომ? იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არის დაზიანებული ბრენდი და ზაალ უდუმაშვილისთვის შესაბამისად ეს უფრო ტვირთია ელექტორალური გაგებით, ვიდრე უპირატესობის ან სტიმულის მიმცემი. ერთადერთი რასაც აძლევს "ნაციონალური მოძრაობა" ზაალ უდუმაშვილს, ეს არის ორგანიზაციული რესურსი, რაც მათ აქვთ. მაგრამ აქვთ ისეთი გადაულახავი ხარვეზიც, რაც ძალიან ბუნდოვანს ხდის ამ კამპანიის წარმატებულობას", - აღნიშნა ხუხაშვილმა. მისივე თქმით, წინასაარჩევნო კამპანია მკვეთრად გამოხატული, ნეგატიური და კომპრომატებზე აგებული იქნება. "მეორეს მხრივ, თუ ჩვენ მოწინააღმდეგედ განვიხილავთ სახელისუფლებო კანდიდატს, საქმე იმაშია, რომ ეს კანდიდატიც უკვე საკმაო ცოდვებით დამძიმებული შემოდის ამ პოლიტიკურ ბაზარზე. კამპანია იქნება მკვეთრად გამოხატული, ნეგატიური, ანუ კომპრომატებზე აგებული და სამწუხაროდ "ნაციონალურ მოძრაობას" ასეთი ტიპის კომპრომატები "ქართული ოცნების" კანდიდატზე ალბათ ბევრი ექნება გამზადებული. მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა მმართველი გუნდის კანდიდატი, მისი სავარაუდო გამარჯვება გუნდს მაღალი პოლიტიკური ფასი დაუჯდება, რაც პოლიტიკურ კარიერას ფაქტობრივად ბოლოს მოუღებს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა. რაც შეეხება ნიკა მელიას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე კენჭისყრას, ექსპერტმა აღნიშნა, რომ "ნიკანორ მელიას აქვს ზუსტად ისეთივე შანსი, რაც ზაალ უდუმაშვილს, მაგრამ ცოტა უფრო ნაკლები". შეგახსენებთ, დღეს "ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისის მერობის კანდიდატად ზაალ უდუმაშვილი ოფიციალურად წარადგინა. გარდა ამისა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარტიის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ პარლამენტს ტოვებს და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე იყრის კენჭს.
თითქოს სიღარიბის შემცირების გამო, რეჟიმი სოციალური დახმარებას გადახედავს, დავალება უწყებებმა უკვე მიიღეს
პროკურატურამ ჩოხატაურში მომხდარ მკვლელობაზე ერთ პირს ბრალი წაუყენა
კობახიძე სინდისის პატიმრებზე - სადაც იქნება აღიარება და სინანული, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგმება
კობახიძის მტკიცებით, შეკრების გამართვა საქართველოში ყველას შეუძლია და ამ შემთხვევაში საუბარი იყო კონკრეტული აპარატურის განთავსებაზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)