|
2017-06-20 12:59:33, 2001 ნახვა
სამართალი
პროკურატურამ ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარუდგინა
რუსთავის რაიონულმა პროკურატურამ, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე ს.ზ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით ბრალდება წარუდგინა. როგორც "ექსპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 16 ივნისს, ქ. რუსთავში, ბერიტაშვილის ქ. N6-ის ეზოში ს.ზ.-მ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ჯოხი, რომელზეც დამაგრებული იყო ლითონის წვეტიანი დეტალი (ლურსმანი). ს.ზ.-ს მიერ ცხოველის მიმართ სასტიკმა მოპყრობამ ძაღლის სიკვდილი გამოიწვია. პროკურატურამ ს.ზ.-ს ბრალდების საქმეზე სასამართლოს უკვე მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას მოითხოვს. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)