|
2017-06-13 15:51:47, 683 ნახვა
სამხედრო
უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის (DIB) სკოლაში უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი მეცხრე მოდულით გრძელდება. ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ მომზადებულ მოდულს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი დავით ძიძიშვილი უძღვება. სამინისტროს ინფორმაციით, სამი დღის განმავლობაში კურსის მსმენელები ჰიბრიდული ომის თეორიას გაეცნობიან და სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, ასევე საფრთხეების კიბერგანზომილებას შეისწავლიან. მომხსენებლები სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ოპერაციების მსგავსების საკითხებსა და მანიპულაციის საშუალებებსაც შეეხებიან. მსმენელები ჯგუფებად გადანაწილდებიან და ინტერაქციულ რეჟიმში კონკრეტულ შემთხვევებსაც განიხილავენ. სემინარის მიზანს ჰიბრიდული ომის შესახებ არსებული თეორიებისა და სტრატეგიების განხილვა, ასევე უსაფრთხოების სექტორის წარმომადგენლებისათვის ჰიბრიდული ომის წარმოების თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება წარმოადგენს. ჰიბრიდული ომისა და საინფორმაციო გარემოში არსებული პროცესების შესახებ ლექციებს მოწვეული სპიკერები - საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ხელმძღვანელი გიორგი მუჩაიძე, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შოთა ღვინერია და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის საჯარო პოლიტიკის მრჩეველი ნოდარ ტანგიაშვილი, ასევე თავდაცვის უწყების წარმომადგენლები წაიკითხავენ. უსაფრთხოების სექტორის საორიენტაციო კურსი პირველი გრძელვადიანი სასწავლო პროგრამაა, რომელსაც DIB უსაფრთხოების სექტორის აუდიტორიას სთავაზობს. კურსი ორი თვე გრძელდება და სალექციო კვირეულებს, ტრენინგ-მოდულებს, პრაქტიკულ მოდულებსა და დისტანციური სწავლების მოდულებს მოიცავს. კურსის დასკვნითი, მე-10 მოდული გასვლით ღონისძიებებს დაეთმობა. მსმენელები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას, შსს აკადემიას, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოსა და სასაზღვრო პოლიციას ესტუმრებიან.
(NS)
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)