|
2017-06-10 17:20:01, 1997 ნახვა
სამართალი
ლევან მაყაშვილს აშშ-ის სასამართლომ გირაო შეუფარდა
ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის ლევან მაყაშვილის მეუღლის თათა შავლაყაძის განცხადებით, სასამართლომ მოკრივეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა. შავლაყაძე გირაოს ოდენობას არ აკონკრეტებს. „გირაოს შეტანა გვიან მოხდა და რადგან პარასკევი იყო, გამოშვება ვერ მოესწრო, ამიტომ ლევან მაყაშვილს ორშაბათს გაათავისუფლებენ“, - განუცხადა თათა შავლაყაძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელს“. შავლაყაძის ინფორმაციით, დარბაზში 4 ქართველის საქმე ერთად განიხილებოდა. მისივე თქმით, აღნიშნული 4 პირიდან ის მხოლოდ ავთანდილ ხურციძეს იცნობს, სხვა ბრალდებულების გვარები კი არ ახსოვს. მაყაშვილის მეუღლის მტკიცებით, აშშ-ის სასამართლო მის ქმართან დაკავშირებით გირაოზე მანამდეც თანახმა იყო, თუმცა თავად ბრალდებული, ამბობდა უარს იმ მიზეზით, რომ გირაო გაუსვლელობის პირობას მოიცავდა. შავლაყაძემ განმარტა, რომ სპორტსმენს სხვადასხვა ქალაქში ბრძოლები ჰქონდა დაგეგმილი. შავლაყაძის განცხადებით, დარბაზში მყოფი 4 ქართველიდან, ხურციძის გარდა, ყველას გირაო შეეფარდა. ლევან მაყაშვილი UFC-ს შერეული ორთაბრძოლების მებრძოლია. ის უკვე 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს. საქართველოში მყოფი ოჯახის წევრების ინფორმაციით, ლევანი ავთანდილ ხურციძესთან მეგობრობდა, რადგან სპორტსმენები პერიოდულად ერთად ვარჯიშობდნენ. ცნობისთვის, ამერიკელი სამართალდამცველები სპორტსმენებს რუსულ კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირს, რეკეტსა და ფინანსური თაღლითობის დაგეგმვას ედავებიან.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)