|
2017-06-09 10:59:06, 856 ნახვა
რეგიონი
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო
მწერებით გადამტანი დაავადებების პრევენციის მიზნით აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა სადეზინსექციო სამუშაოები დაიწყო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კომპლექსური ღონისძიებები 1 მაისიდან მიმდინარეობს – შავიზღვისპირა ზოლში, სარფიდან-ანაკლიამდე ყველა სახის კოღოს წინააღმდეგ ჩატარდება სადეზინსექციო სამუშაოები. ტურისტული სეზონის უსაფრთხოდ ჩატარებისთვის დეზინსექტანტით დამუშავდება საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართების შიდა არეალი. პირველი ეტაპი მოიცავს სამუშაოებს მაისისა და ივნისის თვეში, მეორე ეტაპი კი აგვისტოსა და სექტემბრის თვეში გაგრძელდება. აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, გასულ წელს იგივე სამუშაოებით 1,5 მლნ კვადრატული მეტრი ფართობი დამუშავდა, წელს კი ფართობი გაზრდილია 20 ათასი კვადრატული მეტრით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)