13:31 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 19:58:06, 2613 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები და საერთაშორისო სავალუტო ფონდის  პროგრამის მიმდინარეობა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ მერსედეს ვერა მარტინმა განიხილეს.

აღნიშნული მისია საქართველოში პირველად იმყოფება.

შეხვედრაზე, პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ფონდის მისიის წევრებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის, აგრეთვე რეფორმების მიმდინარეობისა და სამომავლო ღონისძიებების შესახებ.

მისი თქმით, წლის დასაწყისიდან საქართველოს ეკონომიკური მაჩვენებლები პოზიტიურია. 
შეხვედრაზე მხარეებმა ასევე დადებითად შეაფასეს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განსაზღვრული რეფორმების მიმდინარეობა, რომელთა გატარებაც გათვალისწინებულია სავალუტო ფონდის ახალი პროგრამით. 

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ნიკოლოზ გაგუა და გიორგი კაკაურიძე. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული ქართული კომპანიების წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს
კალაძე: ორი წლის წინ რეაბილიტირებულ მეტროსადგურ „ავლაბარში“ წყალი ისე ჩადიოდა, როგორც გარეთ, შეისწავლეთ საკითხი
Washington Post: აშშ-ს ყოფილი მოკავშირე საქართველო ირანის ორბიტაზე ექცევა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics