07:46 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-02 14:04:59, 2286 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
დუმის ყოფილი დეპუტატი: მე ვიყავი მოწმე საუბრისა, თუ როგორ ნადირობდნენ მიხეილ სააკაშვილზე

რუსეთის სახელმწიფო დუმის ყოფილი დეპუტატის, მარია მაკსაკოვას განცხადებით, რუსეთში კრიმინალი სპეცსამსახურებთან არის კავშირში.

ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თოქ-შოუში განაცხადა.

როგორც მაკსაკოვამ აღნიშნა, ის იყო მოწმე საუბრისა, თუ როგორ ცდილობდნენ მიხეილ სააკაშვილის მოშორებას.

"უკრაინის კრიმინალს არ ვიცნობ და ვთვლი, რომ რუსეთში არსებულ კრიმინალთან გაცნობაც მეყო. უკრაინა რუსეთისგან ძალიან განსხვავდება. იქ კრიმინალი შერწყმულია სპეცსამსახურებთან, "ფე-ეს-ბე"-სთან, ისინი ნატრულობენ, რომ სხვადასხვა დავალებები შეასრულონ. მე ვიყავი მოწმე საუბრისა, თუ როგორ ნადირობდნენ პატივცემულ მიხეილ სააკაშვილზე. მომისმენია, როგორ ნერვიულობდნენ იმაზე, თუ როგორ მოეშორებინათ სააკაშვილი, მაგრამ ეს ისე უნდა გაეკეთებინათ, რომ მათზე ეჭვი არავის მიეტანა", - აღნიშნა მაკსაკოვამ. 

დუმის ყოფილმა დეპუტატმა სააკაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ მან რუსეთში საკუთარი თავი წარმოაჩინა, როგორც ბრძოლისუნარიანი ლიდერი.

"რუსეთში აჩვენეთ, რომ ბრძოლისუნარიანი ხართ, ბუნტის თავი, მასას კი ასეთი ადამიანები არ მოსწონს", - დასძინა მარია მაკსაკოვამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics