|
2015-04-16 17:10:03, 660 ნახვა
სამართალი
კახა ნაკანმა ციხეში ვენები გადაიჭრა
თბილისის სპეცრაზმის ყოფილმა მეთაურმა კახა ნაკანმა დღეს, გლდანის მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვენები გადაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას ნაკანის ადვოკატი ავრცელებს. მისივე განმარტებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია. ადვოკატის ინფორმაციით, თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი ისაა, რომ ნაკანი ე.წ. მატროსოვის ციხეში არ გადაჰყავთ. „ამ თვეების განმავლობაში კახა ნაკანი საკანში მარტო იმყოფება. დაკავების დღიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაყვანას ითხოვს. წვერის საპარსის სამართებლით მარცხენა ხელზე ვენა გადაიჭრა და, დაახლოებით, 13 ნაკერი ადევს“,-განუცხადა კახა შონიამ „რუსთავი 2“-ს. შეგახსენებთ, კახა ნაკანს ე.წ. კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლომ სხვა პირებთან ერთად, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)