08:18 - 23 May, 2026
|
2015-04-16 11:33:44, 595 ნახვა
სამართალი
სასწრაფო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო
სასწრაფო სამედიცინო დახმარების მძღოლის ცემის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ცნობისთვის, რეფერალურ საავადმყოფოსთან პაციენტის ახლობლებმა სასწრაფო დახმარების მძღოლი სცემეს. სასწრაფოს მანქანას საავდმყოფოში გოგონა გადაჰყავდა, რომელსაც მუცლის ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტის ოჯახის წევრებმა, რომლებიც სასწრაფოს ავტომობილს უკან მოჰყვებოდნენ, საავადმყოფოსთან მძღოლს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მას პირველადი დახმარება ადგილზე გაუწიეს, ამჟამად კი მკურნალობას სახლში გადის. როგორც ცნობილია, პაციენტის ოჯახის წევრები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)