08:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 18:05:20, 2790 ნახვა

მსოფლიო
ესტონეთის მთავრობამ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა

ესტონეთის მთავრობამ ორ რუს დიპლომატს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით,  მთავრობამ რუსეთის გენკონსულ დიმიტრი კაზიონოვსა და კონსულ სერგეი სურგაევს ქვეყნის დატოვების შესახებ ნოტა გაუგზავნა.

ამასთან, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნულის მიზეზებს არ განმარტავენ.

მთავრობის გადაწყვეტილებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა. როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტი ბალტიისპირეთის ქვეყნების მხრიდან მორიგი არამეგობრული აქტია და ამაზე პასუხს გასცემენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics