20:06 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-26 10:37:48, 698 ნახვა

სამხედრო
300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დღეს სამხედრო ფიცს დადებს

საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის სავალდებულო სამსახურის 300-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე დღეს ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცს დადებს.

უმაღლეს მთავარსარდალს პატაკს გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ჩააბარებს.

საქართველოს მოსახლეობას და შეიარაღებულ ძალებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მიულოცავენ. სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია.

თავისუფლების მოედანზე  საქართველოს შეიარაღებული ძალების ის ქვედანაყოფები იქნება წარმოდგენილი, რომლებმაც ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

პირადი შემადგენლობა და მოწვეული სტუმრები საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის დროს დაღუპულთა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივს მიაგებენ.

ღონისძიებას მუსიკალურად ეროვნული გვარდიის სამხედრო საჩვენებელი ორკესტრი გააფორმებს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „მძლევარი“ შეასრულებს, ანსამბლი „ქართული ხმები“ კი სპეციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის შექმნილ სიმღერას გააჟღერებს.

ღონისძიებას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების ელჩები და სამხედრო ატაშეები, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, ასევე რიგითი მოქალაქეები დაესწრებიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics