|
2017-05-24 16:55:02, 2144 ნახვა
ეკონომიკა
გენადი არველაძე პრაღაში გამართულ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოვიდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე სამუშაო ვიზიტით ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფება. მინისტრის მოადგილე მორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის სხდომის პარალელურად, ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ ბიზნესფორუმზე მიიღო მონაწილეობა. საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გაიმართა. გენადი არველაძემ ფორუმის მონაწილე კომპანიების წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა და საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა გააცნო. მინისტრის მოადგილემ ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ საინვესტიციო გარემოზე ისაუბრა. ამასთან, ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებასა და ბიზნესწრეებს შორის საქმიანი თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას. ბიზნესფორუმზე ქართული და ჩეხური კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ, სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, პირისპირ მოლაპარაკებები გაემართათ. პრაღაში, გენადი არველაძის ვიზიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები გაიმართა ჩეხეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოებთან (CzechInvest, CzechTrade). შეხვედრების მსვლელობისას მხარეებმა სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აღნიშნულ სააგენტოებს შორის სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის ჩამოყალიბებისა და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები განიხილეს. ასევე, მხარეებმა ერთმანეთს მეწარმეობის განვითარების, ექსპორტის ხელშეწყობისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით არსებული სერვისები და აქტივობები გაუზიარეს. შეხვედრის მსვლელობისას, მინისტრის მოადგილე გენადი არველაძემ ქართული კერძო სექტორის მხარდაჭერისათვის სსიპ „აწარმოე საქართველოში“ მიერ შეთავაზებულ ინსტრუმენტებსა და მექანიზმებზე ისაუბრა, რომელიც ადგილობრივი წარმოების განვითარებას, კომპანიებისა თუ პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას ემსახურება. გამოცდილების გაზიარების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლების აღნიშნულ უწყებებში გაცნობითი ხასიათის ვიზიტის (ე.წ. „study tour“) გამართვის თაობაზე. (NS)
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ამერიკელი მედიამაგნატი Vogue, The New Yorker,-ს მფლობელი დონალდ ნიუჰაუსი 96 წლის ასაკში გარდაიცვალა
თბილისის მერია სიონის ტაძარში რეაბილიტაციის პროექტს იწყებს
საქართველოს ქალაქებში სამხედრო ტექნიკის გამოფენა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსული არმია ზაპორიჟიესა და დნიპროპეტროვსკის მიმართულებებიდსნ უკან იხევს
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)