08:48 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 12:03:49, 2448 ნახვა

მსოფლიო
მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელი მარტო არ მოქმედებდა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის ემბერ რადის განცხადებით, მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შემსრულებელს თანამზრახველები ჰყავდა და ის მარტო არ მოქმედებდა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

შს მინისტრის ინფორმაციით, 22 წლის თვითმკვლელი ტერორისტი, სალმან აბედი ქალაქ მანჩესტერში დაიბადა, წარმოშობით კი ლიბიიდანაა.

სამართალდამცველების თქმით, აბედი ლიბიიდან ტერაქტის მოწყობამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა.

მედიას საშუალების ინფორმაციით, ტერორისტი მანჩესტერში, რამდენიმე მისამართზე ცხოვრობდა, რომლის ნაწილზე სამართალდამცველებმა ჩხრეკა უკვე ჩაატარეს.

სალმან აბედის გარდა, გუშინ პოლიციამ ტერაქტის მოწყობაში ეჭვმიტანილი 23 წლის მამაკაცი დააკავა. მისი ვინაობა არ სახელდება. 

გარდა ამისა, ემბერ რადმა ამერიკის შეერთებული შტატებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ "აშშ-დან პრესაში და საზოგადოებაში ტერაწტის შემსრულებლებთან დაკავშირებით ბევრი ინფორმაცია ჟონავს, რაც მიურებელია, რადგან გამოძიება მიმდინაროებს". 

"მაგალითად, თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობაც სწორედ ამერიკის მიერ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. ჩვენ არ გვინდა მსგავს დეტალებზე საუბარი, რადგან მიმდინაროებს გამოძიება და მისი ინტერესიდან გამომდინარე, დამატებითი ინფორმაცია არ უნდა ვრცელდებოდეს. როდესაც გამოძიება დასრულდება, ყველა ყველაფერს გაიგებს", - აღნიშნა მინისტრმა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics