03:01 - 27 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 09:31:41, 2004 ნახვა

სამართალი
კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

კლინიკა „ლანცეტის“ დირექტორს ფარმან ჯეირანლის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ბრალდების არგუმენტები გაიზიარა და დაცვის შუამდგომლობა გირაოს სახით 100 ათასი ლარის გადახდის თაობაზე არ დააკმაყოფილა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 12 ივლისს 15:00 საათზე გაიმართება.

ცნობისთვის, ფარმან ჯეირანლი პროკურატურამ პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის, ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელი გარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე დააკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics