07:45 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 12:38:52, 2248 ნახვა

მსოფლიო
Ipsos: დონალდ ტრამპის რეიტინგი რეკორდულად დაეცა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო რეიტინგი ბოლო პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვნად დაეცა, - ამის შესახებ BBC Ipsos-ის სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით იუწყება. 

მედია საშუალების ინფორმაციით, გამოკითხვა აშშ-ში 14-18 მაისის პერიოდში ჩატარდა. 
გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების 38% დონალდ ტრამპს მხარს უჭერს, ხოლო რესპოდენტების 56%-ს რესპუბლიკელი პრეზიდნეტის მუშაობით უკმაყოფილოა. გამოკითხული რესპოდენტების კიდევ 6% კითხვაზე პასუხი ვერ გასცა. 

გარდა ამისა, გამოკიტხული დემოკრატების მხოლოდ 14% უჭერს მხარს დონალდ ტრამპს და მის საქმიანობას, ხოლო უარყოფითად დემოკრატი რესპოდენტების 84% შეაფასა.

რესპუბლიკელი რესპოდენტიბის 77% ქვეყნის პრეზიდენტის მუშაობით კმაყოფილია. 
გამოკითხვების მიხედვით, ამერიკელები ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხად ჯანდაცვას (21%), ტერორიზმს (13%), ზოგად ეკონომიკურ სიტუაციას (12%) და სხვა პრობლემებს (11%) ასახელებენ.
რესპუბლიკელების 53% მიიჩნევს, რომ ქვეყანა ნაბიჯებს სწორი მიმართულებით დგამს (15% არ გადაუწყვეტია, ხოლო 32% ქვეყნის პოლიტიკის წინააღმდეგია) დემოკრატების 78% მიიჩნევს, რომ დღევანდელი ხელისუფლება არასწორი მიმართულებით ხელმძღვანელობს.

როგორც Ipsos-ის განცხადებაშია აღნიშნული, გამოკითხვაში მონაწილეობა 801-მა დემოკრატმა, 630-მა რესპუბლიკელმა და 251-მა დამოუკიდებელმა პირმა მიიღო.

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის რეიტინგი დაგრძნობლად მას შემდეგ დაეცა, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში მედიასა და საზოგადოებაში მის ირგვლი მრავალი სკანდალი აგორდა. მედიაში ინტენსიურად ვრცელდება ინფორმაცია, ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებზე. 
დიდი რეზონანსი ასევე, აშშ-ში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტმა და დონალდ ტრამპის მიერ შეხვედრის დროს ქვეყნისათვის მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის სავარაუდო გაჟღერებამ გამოიწვია. გარდა ამისა, მორიგი სკანდალი FBI-ის დირექტორის ჯეიმს კომის თანამდებობიდან გათავისუფლებას ეხება. New York Times-ის ინფორმაციით, ჯეიმს კომი თანამდებობაზე ყოფნის დროს ტრამპსა და რუსეთს შორის არსებულ კავშირებს, ასევე კრემლის მიერ აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში სავარაუდო ჩარევას იძიებდა. აშშ-ში არსებობს ვერსია, რომ დონალდ ტრამპმა კომის გადაყენების გადაწყვეტილება სწორედ აღნიშნული გამოძიების გამო მიიღო. დონალდ ტრამპი ყველა ბრალდებას უარყოფს, ხოლო FBI-ის დირექტორის გადაყენების მიზეზად მის მიერ "ბიუროს არაეფექტურად" მართვას ასახელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics