|
2015-04-15 09:31:11, 603 ნახვა
სამართალი
შსს-მ ყაჩაღობის ბრალდებით ორგანიზებული ჯგუფი დააკავა
შსს-ს დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული ჯგუფის 6 წევრი: 1962 წელს დაბადებული მურმან ს, 1991 წელს დაბადებული ბექა ს, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბესიკ ც, 1966 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი არკადი მ, 1970 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ხვიჩა ა და 1982 წელს დაბადებული ნუკრი ა. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ შეიარაღებულმა ბრალდებულებმა დიღმის მასივში, ნაილი გ-ს ბინაში შეაღწიეს, მას და მის შვილებს ხელ-ფეხი შეუკრეს. შემდეგ თავდამსხმელები სიცოცხლის მოსპობის მუქარით 200 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთებს დაეუფლენ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. "სამართალდამცველებმა ორგანიზებული ჯგუფის წევრები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს. დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას ნაყაჩაღარი ოქროს ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. გამოძიება ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების, დანაშაულის შეუტყობინებლობის და ყაჩაღობის ორგანიზების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 179-ე, 186-ე, 376-ე და 25-179-ე მუხლებით).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)