|
2017-05-18 21:02:19, 2104 ნახვა
სამართალი
ხვალ ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა გაიმართება
ე.წ. ციანიდის საქმეზე არსებითი განხილვის პირველი სხდომა ხვალ გაიმართება. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული. წინასასამართლო სხდომა 5 მაისს დასრულდა. მოსამართლე ბადრი შონიას გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ბრალდებამ წარმოადგინა საკმარისი არგუმენტირებული მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება, რომ მოცემულ საქმეზე მამა გიორგი მამალაძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი არ არსებობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავიდა. წინასასამართლო სხდომაზე, საერთო ჯამში, მოსამართლემ დაცვის მხარის 12 შუამდგომლობიდან არც ერთი დააკმაყოფილა. მათ შორის ერთი შუამდგომლობა სწორედ საქმის შეწყვეტას ეხებოდა. პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება კი დასაშვებად სცნო. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
ნატო რუსეთის საზღვრებთან 60 000 ჯარისკაცამდე გააძლიერებს თავის ყოფნას
ოპოზიციურმა ალიანსმა პატიმრების ოჯახებისთვის თანხების შეგროვების კამპანიის დაწყების შესახებ განაცხადა.
გვარამიამ საქართველოში ახალი საპროტესტო აქციები და „ახალი რეალური არჩევნები“ დააანონსა
ზელენსკი: უკრაინა მზადაა საქართველოსთან ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)