|
2017-05-18 11:42:08, 1759 ნახვა
საზოგადოება რეგიონი
მთიანი აჭარის მიმართულებით გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია
მთიანი აჭარის ტურისტულ მარშრუტებზე გიდების გადამზადება აქტიურ ფაზაშია. აჭარის ტურისტული პროდუქტების სააგენტოში ტრენინგებს 60 დამწყები და მოქმედი გიდი ეტაპოპრივად, მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით გადის. ამჟამად, თეორიული და პრაქტიკული კურსი ქედისა და მაჭახელას ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს უტარდებათ. კურსი აჭარის ისტორიის, ეთნოგრაფიის, ექსკუსიათმცოდნეობისა და ჯგუფის ფსიქოლოგიის თეორიულ სწავლებას, ასევე, ტურისტულ მარშრუტებზე პრაქტიკულ საველე გასვლებს, იქ არსებული ღირსშესანიშნაობებისa და ძირითადი სერვისების გაცნობას ითვალისწინებს. თითოეულ მარშრუტზე ტრენინგების საშუალო ხანგძლივობა ორი კვირაა. ტრენინგებს პროფესიონალი ისტორიკოსები, ეთნოგრაფები და ექსკურსიათმძღოლები ატარებენ. ტრენინგის მონაწილეები უზრუნველყოფილები არიან კურსის თეორიული და პრაქტიკული მასალებით. ჯამში, 60 ადამიანი შემდეგი ტურისტული მარშრუტების მიმართულებით გადამზადდება. • მაჭახელას მარშრუტი + მაჭახელას დაცული ტერიტორია მაღალმთიანი აჭარისა და დაცული ტერიტორიების ტურისტულ მარშრუტებზე გადამზადების მსურველებს ტრენინგები ივნისიდან ჩაუტარდებათ. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)