14:45 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-14 15:08:50, 429 ნახვა

საზოგადოება
საქართველო და კორეა გარემოს დაცვის სფეროში ითანამშრომლებენ

წყლის მეშვიდე საერთაშორისო ფორუმზე საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობას საფუძველი ჩაეყარა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოკრიშვილმა და კორეის რესპუბლიკის გარემოს დაცვის მინისტრმა იუნ სონგკიუმმა ხელი მოაწერეს გარემოს დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იუნ სონგკიუმმა გამოთქვა მზაობა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, კორეის რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით უზრუნველყოს გარემოს დაცვის მართვის საკითხებში სამინისტროს მოხელეების გადამზადება. 

მემორანდუმის მომზადებისა და ხელმოწერის პროცესი კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მონაწილეობითა და მხარდაჭერით გაიმართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მერია არ გასცემს ნებართვას 26 მაისის აქციისთვის სცენის მოსაწყობად
კალიფორნიაში ქიმიური ნივთიერების დაღვრის გამო 40 000-ზე მეტი ადამიანი იქნა ევაკუირებული
23-25 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
შევარდნაძის დაცვის სამსახურის ყოფელ უფროსს პაპაშვილს ოცნება ყაზბეგში ორ ჰესს აშენებიებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics