23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-13 17:43:04, 2305 ნახვა

სამართალი
ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა

ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორის ინა გუგუშვილის განცხადებით, მკვლელობა ანგარებით მოხდა და ბრალდებულებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.

გუგუშვილის თქმით, ბრალდებულებს მკვლელობის ადგილას 200 ათასი დოლარი ეგულებოდათ. პროკურორის თქმით, ეს თანხა ბრალდებულებს ერთ-ერთი მათგანის სწავლის გადასახდელად სურდათ, თუმცა სახლიდან სადაც 70 წლის მამაკაცი მოკლეს, მხოლოდ 335 ლარია წაღებული.

ბრალდებულები ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებენ, მაგრამ ადვოკატები აცხადებენ, რომ მათ დანაშაული არ ჩაუდენიათ.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული მ.კ. და 1997 წელს დაბადებული გ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics