|
2015-04-14 12:41:38, 616 ნახვა
სამართალი
შალვა აბულაძის ადვოკატი ფიზიკური ზეწოლის კვალზე საუბრობს
პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებული შალვა აბულაძის ადვოკატი არჩილ ჩუბინიძე ფიზიკური ზეწოლის კვალზე საუბრობს. მისივე თქმით, აბულაძეს დაზიანებები დაპატიმრების დროს სახისა და ფეხის არეში აქვს მიყენებული. „შალვა აბულაძის დაკავების ოქმს გავეცანი, მას აღენიშნებოდა ფეხის არეში გარკვეული მსუბუქი ნაკაწრების დონეზე დაზიანება. სასამართლოს სხდომაზე გამოცხადებულ შალვა აბულაძეს ვიზუალურადაც ეტყობოდა სახის მიდამოებში სილურჯეები. უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება მისი ოფიციალური პოზიცია ბრალთან დაკავშირებით. შესწავლილ მასალებში მე ვერ ვიპოვე მტკიცებულება, რომ შალვა აბულაძის ბრალეულეობას დაადასტურებს“,-განაცხადა ჩუბინიძემ. ცნობისთვის, შალვა აბულაძეს ორი პოლიციელის სიცოხლის მოსპობა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება ედება ბრალად.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)