|
2017-05-13 10:03:23, 2080 ნახვა
სამართალი
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კასპში მოზარდებმა ზებრა-გადასასვლელი მოხატეს
შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, კასპში, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ე.წ. „ზებრა“-გადასასვლელი მოხატეს, მძღოლებს შსს-ს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა გადასცეს და საგზაო მოძრაობის წესების დაცვისკენ მოუწოდეს. ღონისძიება კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით განხორციელდა. აქციის პარალელურად, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. პოლიციელებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)