23:30 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 20:04:11, 2442 ნახვა

სამართალი
არსებული ინფორმაციით, მინდელის მაღაროში უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა

მინდელის მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შახტაში მაღაროში მუშების ჩასაყვანი სპეციალური მოწყობილობის რემონტი მიმდინარეობდა, რა დროსაც მოწყობილობა მოწყდა და 4 მეშახტე 40 მეტრის სიღრემზე ჩავარდა.

ვითარების გასარკვევად ტყიბულში ეკონომიკის მინისტრის დავალებით, სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო  ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები გაემგზავრნენ.

ადგილზე მობილიზებული არიან სამაშველო სამსახურები და სამართალდამცველები. ამასთან, ტყიბულში თბილისიდან სამაშველო სამსახურის დამატებითი ჯგუფი გაემგზავრა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics