|
2015-04-13 12:12:35, 1264 ნახვა
მსოფლიო
ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ოფიციალურად ცნობილი გუშინ გახდა. კლინტონმა სპეციალური ვიდეო გავრცელა, სადაც იგი ამომრჩეველს მიმართავს. კლინტონი ამბობს, რომ მას სურს იყოს რიგითი ამერიკელების ინტერესების დამცველი. "ამერიკელებს ყოველდღიურად სჭირდებათ ადამიანი, ვინ მათ ინტერესებს დაიცავს, მე მინდა ეს ადამიანი ვიყო“, - ამბობს კლინტონი ვიდეორგოლში. ვიდეოკლიპში რიგითი ამერიკელებიც მონაწილეობენ, რომლებიც საკუთარ იმედებსა და მისწრაფებებზე საუბრობენ. ჰილარი კლინტონი აიოვას შტატში ამომრჩეველს უკვე შეხვდა. ოფიციალურ წინასაარჩევნო კამპანიას კი მაისში დაიწყებს. შეგახსენებთ, კლინტონი პრეზიდენტობისთვის 2008 წელსაც იბრძოდა. თუმცა, ბარაკ ობამასთან დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში დამარცხდა. არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ჰილარი კლინტონი ამერიკის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)