|
2017-05-08 17:52:42, 2230 ნახვა
სამართალი საზოგადოება
საქართველოს მთავრობამ ვეტერანთა აქციის მონაწილეების უფლებების დარღვევა აღიარა
2011 წლის 3 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, საპროტესტო აქციის მონაწილე პირთა სახელით ერთობლივი საჩივრით მიმართეს. 2017 წლის 4 მაისს ევროპულმა სასამართლომ ამ საქმეზე განჩინება გამოიტანა. საჩივარი ეხება 2010 წლის 27 დეკემბრიდან, 2011 წლის 3 იანვრის ჩათვლით თბილისში, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის დაშლას სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ, რა დროსაც აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალა გამოიყენეს. აქციის ორგანიზატორები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის მებრძოლი ვეტერანები იყვნენ, რომლებიც ვეტერანთათვის დაწესებული სოციალური შემწეობების ოდენობის მკვეთრ შემცირებას აპროტესტებდნენ. 2011 წლის 4 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მომჩივნები წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად სცნეს და ჯარიმის სახით 400 ლარის გადახდა დააკისრეს. ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-5 (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება), მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება) მუხლების დარღვევა. 2015 წლის პირველ ოქტომბერს ევროპულმა სასამართლომ საჩივრის განხილვა დაიწყო კონვენციის მე-3 და მე-11 მუხლებთან მიმართებით. 2016 წლის 3 მაისს საქართველოს მთავრობამ, ევროპული კონვენციის 39-ე მუხლის საფუძველზე, მომჩივნებს საქმის მეგობრული მოგვარებით დასრულება შესთავაზა. საქართველოს მთავრობამ მომჩივნების მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის და შეკრების უფლების დარღვევის გამო კონვენციის მე-3 (პროცედურული ნაწილი) და მე-11 მუხლების დარღვევა აღიარა და მომჩივნებისთვის კომპენსაციის გადახდის ვალდებულება აიღო. მომჩივნები საქართველოს მთავრობის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდნენ. მიღწეული მორიგების საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა სიიდან ამოიღო საჩივარი „ასათიანი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)