|
2017-05-08 12:30:15, 1930 ნახვა
სამართალი
მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ოთხი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, სახელმწიფოსა და კერძო პირების კუთვნილი სასოფლო - სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ოთხი პირი დააკავა. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ბრალდებულები, 2015 წლის ნოემბრისა და დეკემბრის თვეში, მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით, მიწის ნაკვეთების ყალბი მიღება - ჩაბარების აქტების საფუძველზე, თაღლითურად დაეუფლნენ თბილისის ზღვის მიმდებარედ, ხეხილსანერგე მეურნეობაში მდებარე 301 421 ლარის ღირებულის 3 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთებს, რომლებიც შემდგომ სხვადასხვა პირზე ეტაპობრივად გაასხვისეს. „ბრალდებულები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებულ იქნენ საქართველოს სსკ - ის 180 - ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე - 3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რომელიც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 დან 9 წლამდე ვადით“, - აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში. დანაშაულის ჩადენაში მონაწილე სხვა პირთა დადგენა /გამოვლენის მიზნით საქმეზე გამოძიება გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)