22:24 - 26 May, 2026
|
2017-05-07 11:43:32, 2154 ნახვა
სამართალი
ლაგოდეხში 25 წლის მამაკაცი დაჭრეს
ლაგოდეხში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 25 წლის მამაკაცი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევა ქალაქიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ერთ-ერთ ეკლესიასთან მოხდა. ახალგაზრდას შემავალი ჭრილობები მუცლისა და გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. მას გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ლაგოდეხის საავადმყოფოში ჩაუტარდა. ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, თუმცა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)