|
2015-04-11 11:00:02, 892 ნახვა
სამართალი
ეროსი კიწმარიშვილის იარაღზე უცხო პირის დნმ აღმოაჩინეს
ეროსი კიწმარიშვილის ცეცხლსასროლ იარაღზე უცხო პირის დნმ-ის არსებობა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ დაადასტურა. ამის შესახებ გარდაცვლილის ძმამ, ზურა კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. კიწმარიშვილის თქმით, დნმ-ის იდენტიფიცირებისთვის გამოძიებამ სატელეფონო ანძების შემოწმება დაიწყო. თუმცა ვისი გენეტიკური მასალა აღმოჩნდა იარაღზე, რომლითაც გასროლა მოხდა, პროკურატურამ ჯერჯერობით ვერ დაადგინა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ იარაღზე აღმოჩენილ დნმ-ს 10-მდე პირის გენეტიკური ანალიზი უკვვე შეადარა. მისივე თქმით, გამოძიებამ ის პირები შეამოწმა, ვინც ეროსი კიწმარიშვილი გარდაცვლილი პირველად ნახა. „ეს არის უცხო დნმ-ი, რომლითაც შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია. მნიშვნელოვანია ის მოქმედებები, რომლითაც შესაძლოა გამოიკვეთოს ის ადამიანები, რომლებიც შესაძლოა კავშირში იყვნენ მომხდარ ფაქტთან“, - აცხადებს ზურა კიწმარიშვილი. ამასთან, კიწმარიშვილის ოჯახის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი საკვლევი ობიექტების რიცხვის გაზრდას ითხოვს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)