21:33 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:15:35, 2265 ნახვა

სამართალი
პროკურორი: „ცენტრ-პოინტის“ დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია

„ცენტრ-პოინტის“ საქმის პროკურორის ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თუ დაზარალებულები არ დაკმაყოფილდნენ, საპროცესო შეთანხმება ვერ შედგება.

როგორც კოტრიკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარეს გარკვეული ვარიანტები აქვთ, თუმცა კონკრეტული არაფერია. 

"დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების გარეშე საპროცესო შეთანხმებაზე საუბარიც ზედმეტია. ეს არ განიხილება არც ერთ შემთხვევაში. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ დაიწყება მოლაპარაკება, როცა დაზარალებულებს აუნაზღაურდებათ ზიანი. დაცვის მხარე რაღაც ვარიანტებს გვთავაზობს, თუმცა მოცემული ეტაპისთვის კონკრეტული არაფერია. როცა იქნება კონკრეტული და რეალური შემოთავაზება მხოლოდ და მხოლოდ მაშინ განვიხილავთ პირობებს", - აღნიშნა კოტრიკაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics