19:28 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-03 18:15:24, 820 ნახვა

სამხედრო
ნორიოში ქართველ დამკვირვებელ-შემფასებლების კურსი მიმდინარეობს

ნორიოს საწვრთნელ ბაზაზე დამკვირვებელ-შემფასებლების კურსს პირველად, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) სერტიფიცირებული ქართველი ინსტრუქტორები ატარებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სასწავლო პროგრამის დასრულების შემდეგ, კურსდამთავრებულებს უკვე დამკვირვებელ-შემფასებლების მომზადება საქართველოს,  ასევე ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის შეეძლებათ.

მათივე ცნობით, კურსი ოცეულის დონეზე თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავს.

მისი მიზანი საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის დამკირვებელ-შემფასებლების მომზადება და სერტიფიცირებაა. სწავლებაში 17 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, რომლის დასრულების შემდეგაც მათ JTEC-ის დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცემათ.

სწავლება აშშ-ის პროგრამის გაერთიანებული მრავალეროვნული მზადყოფნის ცენტრის (JMRC) გამოცდილების გათვალისწინებით, ლიტვის რესპუბლიკის ,,გენერალ ადოლფოს რამანაუსკასის სახელობის საბრძოლო მომზადების ცენტრის“ სასწავლო კურსის შესაბამისად დაიგეგმა. 

ქართველი დამკვირვებელ-შემფასებლები 2016-2017 წლებში ლიტველი სამხედრო ექსპერტების მიერ მომზადდნენ და   ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) დამკირვებელ-შემფასებლების სერტიფიკატები გადაეცათ.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსეთს ინტერნეტთან კავშირის გათიშვა შესთავაზა.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics