21:32 - 26 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-30 10:07:20, 2333 ნახვა

სამართალი
შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ქბრბ საფრთხეების შესახებ ტრენინგი დასრულდა

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი - „ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ დასრულდა.

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით,სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

მათივე ცნობით, ტრენინგის ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, უკანონო ლაბორატორიების აღმოჩენისა და მათზე ტაქტიკური შტურმის ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა.

ასევე, მოეწყო დეკონტამინაციის ზონა და სპეციალური დეტექტორების საშუალებით განხორციელდა სწავლებისათვის შექმნილი ლაბორატორიების შემოწმება.

ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების დასასრულს, მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოები დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

(NS)

 

 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში დიდი საპროტესტო მსვლელობა მიმდინარეობს
სებ: ბრიტანეთის სანქციებში მითითებული სუბიექტები ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული არ არიან
ბრიტანეთმა 3 საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიას შეზღუდვები დაუწესა
საქართველოს ბანკის გზავნილი ემიგრანტებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics