|
2017-04-26 19:26:53, 2252 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტმა მარინ ლე პენისთვის საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო
ევროპარლამენტმა საფრანგეთის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის მარინ ლე პენისთვის, საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნის პროცედურა დაიწყო, - ამის შესახებ Reuters იუწყება. მედია საშუალების ინფორმაციით, ფრანგმა გამომძიებლებმა კანდიდატისთვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხი 14 აპრილს დააყენეს. იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მარინ ლე პენმა სასამართლოში ჩვენების მისაცემად მისვლაზე უარი თქვა. ამის მიზეზი საპარლამენტო იმუნიტეტით არსებობაა. მედიის ცნობით, 29 და 30 მარტს, გამომძიებლებმა ევროპარლამენტში მოთხოვნა გააგზავნეს მარინ ლე პენსა და მარი-კრისტინ ბუტონესთვის იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. "ნაციონალური ფრონტის" ლიდერისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც პოლიტიკოსმა 2015 წელს Twitter-ზე "ისლამური სახელმწიფოს" მიერ ჩადენილი ძალადობის აქტების ამსახველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათ შორის იყო, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოულის სიკვდილით დასჯის ამსახველი კადრებიც. ამის გამო ლე პენის წინააღმდეგ საფრანგეთში გამოძიება დაიწყო, თუმცა აქამდე პრეზიდენტობის კანდიდატს, ევროპარლამენტის სადეპუტატო იმუნიტეტი იცავდა. ამასთან, მას ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივ გამოყენებაშიც ადანაშაულებენ. ასევე, მარინ ლე პენი და მარი-კრისტინ ბუტონე ეჭვმიტანილნი არიან ფიქტიურ დასაქმებაში. გამოძიების მტკიცებით, ისინი სახელფასო ანაზღაურებას უხდიდნენ პირებს, რომლებიც გაფორმებული ჰყავდათ როგორც საპარლამენტო თანაშემწეები და რომლებიც, მათი მტკიცებით, თითქმის არასოდეს გამოჩენილან ევროპარლამენტში.
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)