|
2017-04-25 23:50:57, 2396 ნახვა
სამართალი
მერაბ ღოღობერიძეს და ირაკლი ჩხვირკიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. პროკურატურა ორივე ბრალდებულისთვის ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ორივე ბრალდებული, მერაბ ღოღობერიძე და ირაკლი ჩხვირკია, წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ორივე ბრალდებულს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. პროკურორების განცხადებით, ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირებს პატიმრობა უნდა შეეფარდოთ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფური დანაშაულის ორგანიზების და ხელმძღვანელობის ბრალდებით ორი პირი - 1985 წელს დაბადებული მ.ღ. და 1987 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პირები დაკავებულები არიან სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას, რასაც თან ახლავს ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება ან განადგურება, იარაღის გამოყენება, იარაღის გამოყენებით ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა ან/და მათზე თავდასხმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)