18:08 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-25 15:54:52, 2042 ნახვა

კომენტარი
სერგეენკო მოქალაქეებს სთხოვს, განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო მოქალაქეებს თხოვნით მიმართავს,  განსაკუთრებით ბავშვის საკვები პროდუქტის შეძენისას, ვარგისიანობის ვადას ყურადღება მიაქციონ.

ეს განცხადება მინისტრმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთმა მშობელმა ბავშვის კვების პროდუქტი შეიძინა, რომელიც  ძველი აღმოჩნდა, შედეგად კი, ბავშვი მოიწამლა.

“ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს კონტროლს მედიკამენტებზე და  ერთ-ერთი მეთოდია საკონტროლო შესყიდვა, როდესაც აფთიაქებში ვყიდულობთ ნიმუშებს და ვაკეთებთ ლაბორატორიულ ანალიზს. რაც შეეხება კვების პროდუქტებს, ხარისხის შემოწმება არის სურსათის უვნებლობის სააგენტოს კომპეტენცია, მე მათზე ისრები არ გადამაქვს, თუმცა ყველასადმი მექნება სათხოვარი, განსაკუთრებით ბავშვის კვების ნებისმიერი პროდუქტის შეძენის დროს, შეძენამდე ყურადღება მიაქციონს ვარგისიანობის ვადას”,-აღნიშნა სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
მეუფე დანიელი - ჩვენი დიდი სურვილია, რომ ქვეყანაში დასრულდეს ურთიერთდაპირისპირება
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics