|
2017-04-25 13:42:49, 813 ნახვა
სამხედრო
შეიარაღებული ძალები ლოგისტიკის დღეს აღნიშნავს
25 აპრილი ლოგისტიკის დღეა. პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობამ საზეიმო ცერემონიალი საავტომობილო ბაზაზე გამართა. სამხედრო ლოგისტიკოსებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ მიულოცეს. სამინისტროს ცნობით, ლევან იზორიამ ყურადღება საბრძოლო დანაყოფების წარმატებაში უზრუნველყოფის ელემენტზე გაამახვილა და ლოგისტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მინისტრის განცხადებით, ლოგისტიკოსებს ამოცანების წარმატებით შესრულებისთვის ყველა პირობა ექნებათ. მან გაწეული სამსახურისათვის სამხედრო მოსამსახურეებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა. ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრმა და ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ლოგისტიკოსები მედლებით - ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I და II ხარისხი) დააჯილდოვეს. დღესვე სნაიპერული შაშხანა 2 სამხედროს გადაეცა, 35 სამხედრო პირს კი, მადლობა გამოეცხადა. ოფიციალური ღონისძიების დასრულების შემდეგ, ლევან უწყების ხელმძღვანელმა პირებმა საავტომობილო ბაზაზე ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა დაათვალიერეს და საზეიმო მიღებაზე გადაინაცვლეს. ლოგისტიკის დღისადმი მიძღვნილ ცერემონიალს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნუკრი გელაშვილი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდალი, პოლკოვნიკი იოსებ ლოლაძე და თავდაცვის უწყების სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ. ლოგისტიკის დღე აღინიშნება სენაკშიც, სადაც II ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ტაქტიკურ-ოპერატიული დონის ლოგისტიკური სწავლება ტარდება. 1992 წლის 25 აპრილს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანებით ჩამოყალიბდა „შეიარაღებისა და ტექნიკის უზრუნველყოფის მთავარი სამმართველო“ და „ზურგის მთავარი სამმართველო“. ამ სტრუქტურებით ლოგისტიკური ელემენტების დანერგვას საფუძველი ჩაეყარა. 2013 წლის 4 დეკემბერს, თავდაცვის მინისტრის ბრძანების საფუძველზე, ლოგისტიკის დღედ 25 აპრილი განისაზღვრა.
(NS)
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად უკვე 1 300 000 ლარი შეგროვდა - მარათონი გრძელდება
26 მაისს დაგეგმილ დიდ საპროტესტო აქციას სტუდენტებიც უერთდებიან
NYT: ტრამპის ადმინისტრაცია ისრაელს ირანთან მოლაპარაკებებში გვერდზე უდგას
ზელენსკი: უკრაინის ყოფნა ევროკავშირში სრულფასოვანი უნდა იყოს
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)