|
2017-04-25 12:53:56, 2086 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კვაჭანტირაძე: წელიწადნახევრის წინ, აგრამუნტით შეშფოთებული ვიყავი, თუმცა მაშინ უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე
„წელიწადნახევრის წინ ვიყავი შეშფოთებული ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად პედრო აგრამუნტის არჩევით, თუმცა მაშინ ბევრი კრიტიკა დავიმსახურე“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად კვაჭანტირაძე სტრასბურგში ჟურნალისტებს განუცხადა. „წელიწადნახევრის წინ ვიყავი შეშფოთებული პედრო აგრამუნტის არჩევით და ვიყავი ერთადერთი ადამიანი, ვინც გააპროტესტა აგრამუნტის არჩევა ასამბლეის პრეზიდენტად. მაშინ ძალიან ბევრი აბსოლუტურად უსამართლო კრიტიკა დავიმსახურე და დღეს აღომჩნდა, რომ ჩემი წელიწადნახევრის წინ გამოთქმული შეშფოთება ნამდვილად იყო საფუძვლიანი და ამ პრობლემას დღეს შეეჯახა მთელი ასამბლეა“, - განაცხადა კვაჭანტირაძემ. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ პედრო აგრამუნტის, საპარლამენტო ასამბლეის წევრები რუსი დეპუტატის თანდასწრებით სირიის პრეზიდენტთან შეხვედრის გამო დაუპირისპირდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)