|
2015-04-08 20:25:11, 1100 ნახვა
ეკონომიკა
ქუთაისის აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს. - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებიდან“ აცნობეს. მოლაპარაკებების პროცესი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებს შორის წარმატებით დასრულდა - მგზავრებს ქუთაისი-სტამბულის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ავიარეისის გახსნა მგზავრებს შესაძლებლობას მისცემს ხელსაყრელ ფასად იფრინონ არაერთი მიმართულებით. ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბულის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს. ქუთაისიდან სტამბულის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)