13:02 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-19 14:31:13, 749 ნახვა

რეგიონი
სერგეი ლავროვი: რუსეთთან ურთიერთობით აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებული და უზრუნველყოფილია

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, აფხაზეთის უსაფრთხოება გარანტირებულია, - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა დე-ფაქტო პრეზიდენტთან რაულ ხაჯიმბასთან ერთობლივ შეხვედრაზე განაცხადა.

"აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოება ყველაზე საიმედოდაა უზრუნველყოფილი იმ ურთიერთობით, რომელიც რუსეთსა და აფხაზეთს შორის დადებულ შეთანხმებებშია გაწერილი. ასევე, რუსეთის შეიარაღებული ძალები უზრუნველყოფს იმას, რომ გარედან აგრესიის მცდელობა არ მოხდეს", - აღნიშნა სერგეი ლავროვმა.

ამასთან, რუსეთის საგარეო მინისტრი თვლის, რომ სამომავლოდ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შესაძლოა „აფხაზეთსა და საქართველოს შორის, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის ძალის გამოუყენებლობაზე იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტის დადება“. 

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა. 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივეს
EU-ის საელჩო ადასტურებს ფორმულას ინფორმაციას, რომ პაველ ჰერჩინსკის მანდატი გაუხანგრძლივა
ცხინვალის რეგიონში მიმდინარეობს რუსი პროპაგანდისტის ძებნა, რომელიც მდინარე ლიახვში ჩავარდა
ზელენსკი „ასოცირებული წევრობის“ იდეას უსამართლოდ მიიჩნევს - Reuters
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics