|
2017-04-13 16:43:39, 2231 ნახვა
საზოგადოება კომენტარი
კახი კავსაძე: გვეშველება რამე?! თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება
სახალხო არტისტის კახი კავსაძის განცხადებით, მსახიობ გივი ბერიკაშვილის გარდაცვალება უზარმაზარ სევდას მოიცავს. როგორც კავსაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს დიდი დანაკლისია მთელი საქართველოსთვის. "ძალიან დიდი კაცი, ძალიან მოყვასი კაცი, მართალი კაცი, ნიჭიერი კაცი, ქართველი კაცი წავიდა ამ ქვეყნიდან. სევდა არის უზარმაზარი. თუ ასე ვიცხოვრებთ, როგორც მან იცხოვრა, მემგონი კარგი და სწორი იქნება. გვეშველება რამე?! თუ ბერიკაშვილისნაირები ვიქნებით, გვეშველება", - აღნიშნა კავსაძემ. ცნობისთვის, მარჯანიშვილის თეატრში სახალხო არტისტის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი უკვე დასრულდა. მსახიობი ამაღლების ეკლესიის ეზოში გადაასვენეს, სადაც დაკრძალავენ. ქართველ მსახიობს პატივი ქვეყნის პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, მთავრობის წევრებმა, პარლამენტის წარმომადგენლებმა, ოპოზიციამ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრებმა ბიძინა ივანიშვილმა და ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველოს მოქალაქეებმა მიაგეს. შეგახსენებთ, რომ სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 10 აპრილს ფილტვების ანთებით გარდაიცვალა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)