|
2017-04-13 14:07:04, 2262 ნახვა
ეკონომიკა კომენტარი
ქუმსიშვილი: სამ თვეში, წინა წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სამ თვეში გასულ წელთან შედარებით, ბიუჯეტში 300 მილიონ ლარზე მეტია შესული. მინისტრმა მედიასთან სამი თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის, ექსპორტის, იმპორტისა და შემოსავლების შესახებ ისაუბრა. "ძალიან კარგი სტარტი გვაქვს წლის დასაწყისიდან. ორი თვის საშუალო გვაქვს 4.8% ეკონომიკური ზრდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია. 5.2% გვქონდა ეკონომიკური ზრდა იანვარში და შესაბამისად 4.4% გვქონდა თებერვალში. ძალიან კარგი რიცხვები გამოვიდა საგარეო ვაჭრობის. იანვარ-მარტში 30% გვაქვს გაზრდილი ექსპორტი, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია, 15% არის გაზრდილი იმპორტი. ბიუჯეტის ძალიან კარგი შესრულება გვაქვს. 3 თვის საბიუჯეტო 152 მილიონით მეტი თანხა შემოვიდა დაგეგმილზე, ხოლო წინა წელთან შედარებით 300 მილიონზე მეტია შემოსული, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკა კარგად მუშაობს და საგადასახადო ადმინისტრირება თავის ადგილზეა“,-განმარტა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)