01:55 - 25 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-13 11:24:57, 2431 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ბაშარ ასადი ყასაბია - ნატო, კი მოძველებული ორგანიზაცია არ არის

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ის სრიის საავიაციო ბაზაზე განხორციელებულ იერიშს არ ნანობს.

როგორც ქვეყნუს პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროპელებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ. 

მისივე შეფასებით, ნატო "მოძველებული ორგანიზაცია" არ არის. 

"ეჭვიც არ მეპარება, რომ სწორად მოვიქეცით. ბაშარ ასადი ყასაბია. ნატო მოძველებული ორგანიზაცია არ არის. ევროპელებმა ერთობლივი უსაფრთხოებისთვის სამართლიანი წილი უნდა გადაიხადონ. ალიანსმა სირიაში კატასტროფა უნდა მოაგვაროს. დროა, სასტიკი სამოქალაქო ომი დასრულდეს და დევნილებს სახლებში დაბრუნების საშუალება მიეცეთ. ტილერსონს რუსეთში შეხვედრა ჰქონდა. ვნახოთ, როგორი იქნება საბოლოო შედეგი. შტატები მზად არის, ჩრდილოეთ კორეის კრიზისი ჩინეთისგან დამოუკიდებლად დაამარცხოს. მსოფლიოში არეულობაა. ამას დავასრულებთ და მსოფლიო საცხოვრებლად უკეთესი ადგილი იქნება", - აღნიშნა დონალდ ტრამპმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსული ელიტა იმედგაცრუებულია პუტინით, მისი ომით, ინტერნეტ ბლოკადებითა და ეკონომიკური დაცემით გამო
მაკრონმა ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებები გამართა და ბელორუსიის ომში ჩართვის „რისკების“ შესახებ გააფრთხილა
კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელმა რეჟისორმა ზვიაგინცევმა პუტინს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მოუწოდა.
ევროპული კინოს ტრიუმფი კრუაზეტზე: კანის 2026 წლის ფესტივალის შედეგები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics