16:33 - 24 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-04-12 15:59:08, 1787 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
შავგულიძე: მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განგვიხილავს და არ ვიცი, სად გადაწყდა

 საკონსტიტუციო კომისიის წევრის შალვა შავგულიძის განცხადებით, მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განუხილავთ.

შავგულიძის განმარტებით, არ იცის, რას ეფუძნება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადება, რომ  ეს საკითხი გადაწყვეტილია.

მისივე შეფასებით, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი აბსოლუტურად ბმაშია საარჩევნო სისტემასთან და განყენებულად განხილვა  გამართლებული არ იქნება.

"პირობითად მესამე რაუნდის ფორმატში საკონსტიტუციო კომისიამ მუშაობა დავიწყეთ ახლა, 2 დღის წინ. მაგრამ ჯერჯერობით პრეზიდენტის თავამდე არ მივსულვართ. თუ ბატონი თავმჯდომარე იმას გულისხმობს, რომ ზოგადად ამ საკითხებზე ზეპირად ვსაუბრობდით, მაშინ ვერ მოისმინა, არ ვიცი. ვიმეორებ მესამე რაუნდის ფორმატში პრეზიდენტის საკითხი არ განგვიხილავს. ეს საკითხი ბმაშია რა თქმა უნდა საარჩევნო სისტემასთან და ქართულმა ოცნებამ, ვიცით საჯაროდ განაცხადა იმასთან დაკავშირებით, რომ ის იზიარებს რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი პარლამენტის მიერ უნდა იყოს არჩეული, ან რაღაც არაპირდაპირი არჩევის წესით. მაგრამ, ეს განხორციელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც არსებული საარჩევნო სისტემა შეიცვლება, სამართლიანი საარჩევნო სისტემით და ასეთი ახალი საარჩევნო სისტემით არჩეულ პარლამენტს მიეცეს პრეზიდენტის არჩევის შესაძლებლობა. ამიტომ, პრეზიდენტის არჩევითობის საკითხი აბსოლუტურად ბმაშია საარჩევნო სისტემასთან და განყენებულად განხილვა არ იქნება გამართლებული, თუ დღეს იყო ასეთი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან, რომ ეს საკითხი გადაწყვეტილია უბრალოდ არ ვიცი, რას ეფუძნება, სად გადაწყდა",-აღნიშნა შავგულიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამთავრობო იმედის სახემ ნანუკა ხაზარაძემ ტელევიზია დატოვა
ცოტნე ივანიშვილი - არსებობს ყალბი სტერეოტიპი, თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა ქართული ოცნების მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 27-28 მაისამდე ქუჩების ნაწილზე მოძრაობა შეიზღუდება
ზელენსკი - პუტინს უკვე სიტყვა „ურა“-ს ნორმალურად წარმოთქმაც კი არ შეუძლია, ლუღლუღებს, მაგრამ თავისი რაკეტებით მაინც საცხოვრებელ სახლებს „ამარცხებს“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics